ხელშეკრულება N სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
პროექტი
ხელშეკრულება N სახელმწიფო შესყიდვის შესახებ
(ელექტრონული ტენდერი SPA )
ქ. თბილისი 2017 წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (მის: ქ. თბილისი, 9 აპრილის ქ. N4, საბანკო რეკვიზიტები: სახელმწიფო ხაზინა, კოდი - TRESGE22, ს/კ - 204 584 887), შემდგომში წოდებული „შემსყიდველად“, წარმოდგენილი ეკონომიკური დეპარტამენტის დირექტორის ▇▇▇▇▇ ▇▇▇▇▇▇▇▇▇ სახით და
მიმწოდებელი: ი/მ, ფ/პ, შპს, სს XXXXX“, საიდენტიფიკაციო კოდი: XXXXX მისამართი, ტელეფონი: XXXXX; ტელ: XXXXX
დირექტორი: XXXXX
საბანკო რეკვიზიტები: XXXXX ბანკის კოდი: XXXXX ანგ. ანგარიში: XXXXX
ორივე ერთად აღიარებული, როგორც „მხარეები“, ვმოქმედებთ რა საქართველოს კანონმდებლობის და
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას:
1 გამოყენებული ტერმინების განმარტება ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
1.1 „ხელშეკრულება’’ _ შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულება, რომელიც ხელმოწერილია მხარეთა მიერ, მასზე თანდართული ყველა დოკუმენტით და ასევე მთელი დოკუმენტაციით, რომლებზეც ხელშეკრულებაში არის მინიშნებები.
1.2 „ხელშეკრულების ღირებულება“ – საერთო თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს შემსყიდველმა მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრული და ზედმიწევნით შესრულებისათვის.
1.3 „დღე“, „კვირა“, „თვე“ _ კალენდარული დღე, კვირა, თვე.
1.4 „შემსყიდველი“ – ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს შესყიდვას.
1.5 „მიმწოდებელი“ – პირი, რომელიც ახორციელებს მომსახურების გაწევას ამ ხელშეკრულების ფარგლებში.
1.6 „მომსახურება“ – წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების საგანი.
2 ხელშეკრულების საგანი
2.1. 2017 წლის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის XXXXX (სავარაუდო რაოდენობა) თანამშრომლებისათვის სამედიცინო დაზღვევის (საოჯახო დაზღვევის პაკეტი) მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5, დანართი N6 და დანართი N7-ის შესაბამისად (CPV- 66510000).
2.2. მომსახურების გაწევა უნდა განხორციელდეს 2017 წლის 1 იანვრის 00.00 საათიდან 2017 წლის 31 დეკემბრის 24.00 საათის ჩათვლით;
2.3. გასაწევი სადაზღვევო მომსახურების პაკეტები:
2.3.1. სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება ხორციელდება ძირითადი პაკეტის შესაბამისად:
„დანართი N1 - ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს შემსყიდველი.
2.3.2. სამედიცინო სადაზღვევო მომსახურება ხორციელდება აგრეთვე, 5 დამატებითი პაკეტის შესაბამისად:
„დანართი N2 - ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას ერთობლივად უზრუნველყოფენ შემსყიდველი და დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
„დანართი N3 - ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
„დანართი N4 - ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის სრულწლოვანი შვილებისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით;
„დანართი N5 - ჯანმრთელობის დაზღვევის სტანდარტული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით.
„დანართი N6 - ჯანმრთელობის დაზღვევის გაუმჯობესებული პაკეტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლის მშობლისათვის“, რომლის ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფს დაზღვეული თანამშრომელი საკუთარი ხარჯებით.
„დანართი N7 – ოჯახის ექიმების განლაგება საქართველოს მასშტაბით და პროვაიდერი კლინიკების და სააფთიაქო ქსელების ჩამონათვალი.
2.4 დაზღვეული თანამშრომლისათვის დამატებითი პაკეტებით სარგებლობა ნებაყოფლობითია წინამდებარე ხელშეკრულებით დადგენილი წესისშესაბამისად.
3 ხელშეკრულების ღირებულება
3.1 ხელშეკრულების ღირებულებაა: ლარი.
3.2 ხელშეკრულების ღირებულება მოიცავს წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით მიმწოდებლის მიერ გაწეულ ყველა ხარჯს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
3.3 წინამდებარე ხელშეკრულების პირობების, მათ შორის ფასის შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველისათვის, გარდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4 დაზღვევის პირობებით (დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5, დანართი N6 და დანართი N7) გათვალისწინებულ ტერმინთა განმარტებები:
4.1 დამზღვევი – იგივე შემსყიდველი, პირი რომელიც აფორმებს წინამდებარე ხელშეკრულებას მზღვეველთან;
4.2 მზღვეველი – იგივე მიმწოდებელი, „ “;
4.3 დაზღვეული (იგივე საიდენტიფიკაციო ბარათის (პოლისის) მფლობელი) – დამზღვევის მიერ წარმოდგენილ სიაში მითითებული პირები, რომლებიც იმყოფებიან დამზღვევთან შრომით ურთიერთობაში (ასევე, ამ უკანასკნელთა ოჯახის წევრები, თუ ასეთი დაფარვა გათვალისწინებულია), რომელთა სასარგებლოდაც ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული დაზღვევა;
4.4 საიდენტიფიკაციო ბარათი (შემდგომში ბარათი (პოლისი) – ბარათი, რომელსაც ფლობს დაზღვეული მის სასარგებლოდ ამ ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული დაზღვევის დასტურად;
4.5 სამედიცინო დაწესებულება – საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულება, რომელსაც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად მინიჭებული აქვს სამედიცინო საქმიანობის განხორციელების უფლება;
4.6 მოსარგებლე – დაზღვეული ან პირი, რომელიც საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია, მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება;
4.7 სადაზღვევო შემთხვევა – წინამდებარე ხელშეკრულებით (და მისი დანართების პირობებით) განსაზღვრული შემთხვევები, რომლთა დადგომისას წარმოიშვება მზღვეველის ვალდებულება, გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
4.8 სადაზღვევო პერიოდი – დროის შუალედი, რომლის განმავლობაში კონკრეტული დაზღვეულის მიმართ სადაზღვევო დაფარვა ძალაშია;
4.9 ანაზღაურების ლიმიტი – პაკეტში მითითებული თანხა, რომელიც წარმოადგენს ერთწლიანი სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში გაცემული ჯამური სადაზღვევო ანაზღაურების მაქსიმუმს კონკრეტული სადაზღვევო დაფარვისთვის;
4.10 სადაზღვევო შესატანი (პრემია) _ დამზღვევის მიერ გადასახდელი თანხა, რომელიც წარმოადგენს მზღვეველის მიერ გასაწევი სადაზღვევო მომსახურების საფასურს;
4.11 ასაკობრივი შეზღუდვა – ასაკობრივი ზღვრები, რომლის ფარგლებშიც პირები ევემდებარებიან დაზღვევას;
4.12 პროვაიდერი – მზღვეველთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი კონკრეტული სამედიცინო დაწესებულება და/ან ექიმი (ვიწრო პროფილის ექიმი-სპეციალისტი), ასევე პროვაიდერი სააფთიაქო ქსელი, რომელიც მზღვეველთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უზრუნველყოფს დაზღვეულისთვის სამედიცინო ჩვენების მიხედვით სადაზღვევო ხელშეკრულებით და შესაბამისი სადაზღვევო პაკეტით განსაზღვრულ სამედიცინო მომსახურებას, ხოლო სააფთიაქო ქსელი უზრუნველყოფს მედიკამენტებით. პროვაიდერ სამედიცინო დაწესებულებაში, აგრეთვე პროვაიდერ სააფთიაქო ქსელში, ოჯახის ექიმის მიმართვის საფუძველზე დაზღვეული ადგილზე იხდის მხოლოდ თანაგადახდის წილს, დანარჩენი თანხის ანგარიშსწორება ხდება პირდაპირ პროვაიდერთან მზღვეველის მიერ.
4.13 სახელშეკრულებო პერიოდი – მოიცავს ერთწლიან სადაზღვევო პერიოდს.
4.14 სადაზღვევო პერიოდი – მოიცავს 2017 წლის 1 იანვრის 00:00 საათიდან 2017 წლის 31 დეკემბრის 24:00 საათის ჩათვლით პერიოდს.
4.15 უბედური შემთხვევა – გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალების ზემოქმედებით, რომელიც განაპირობებს დაზღვეულის სხეულის დაზიანებას, შრომის უუნარობას ან გარდაცვალებას.
5 თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში სამედიცინო სადაზღვევო
მომსახურების მიღების პირობები
5.1 თანამშრომელს, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (თუ ეს არ ხდება მისი დისციპლინური გადაცდომის გამო), ასევე მის ოჯახის წევრებს სადაზღვევო მომსახურება უნდა შეუნარჩუნდეთ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ: 1) აღნიშნული პირი შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მომდევნო 1 (ერთი) თვის განმავლობაში წერილობით განაცხადებს მზღვეველთან დაზღვევის შენარჩუნების სურვილის, და 2) წარუდგენს მზღვეველს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს/გათავისუფლების ბრძანებას და 3) გააფორმებს მზღვეველთან შესაბამის ინდივიდუალურ ხელშეკრულებას სადაზღვევო პერიოდით და ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხდის შესაბამისი პერიოდის სრულ სადაზღვევო პრემიას.
5.2 თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (თუ ეს არ ხდება მისი დისციპლინური გადაცდომის გამო), მის 18–დან 26 წლამდე შვილებს სადაზღვევო მომსახურება უნდა შეუნარჩუნდეთ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ: 1) შვილ(ებ)ი, თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მომდევნო 1 (ერთი) თვის განმავლობაში წერილობით განაცხადებს მზღვეველთან დაზღვევის შენარჩუნების სურვილის, და 2) წარუდგენს მზღვეველს თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს/გათავისუფლების ბრძანებას და 3) გააფორმებს მზღვეველთან შესაბამის ინდივიდუალურ ხელშეკრულებას სადაზღვევო პერიოდით და ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხდის შესაბამისი პერიოდის სრულ სადაზღვევო პრემიას.
5.3 თანამშრომელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში (თუ ეს არ ხდება მისი დისციპლინური გადაცდომის გამო), თანამშრომლის მშობელს სადაზღვევო მომსახურება უნდა შეუნარჩუნდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თუ: 1) მშობელი, თანამშრომლის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტიდან მომდევნო 1 (ერთი) თვის განმავლობაში წერილობით განაცხადებს მზღვეველთან დაზღვევის შენარჩუნების სურვილის, და 2) წარუდგენს მზღვეველს თანამშრომლის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის დამადასტურებელ დოკუმენტს/გათავისუფლების ბრძანებას და 3) გააფორმებს მზღვეველთან შესაბამის ინდივიდუალურ ხელშეკრულებას სადაზღვევო პერიოდით და ერთიანად, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხდის შესაბამისი პერიოდის სრულ სადაზღვევო პრემიას.
5.4 თანამშრომლის შვილს, რომელსაც სადაზღვევო პაკეტში მითითებული ზღვრული ასაკი სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ შეუსრულდება, სადაზღვევო მომსახურება უნარჩუნდება სადაზღვევო წლის ბოლომდე.
6 სადაზღვევო პრემიიდან მიღებული მოგება
6.1 თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდის განმავლობაში ამ ხელშეკრულების წლიური სადაზღვევო პრემიიდან მიღებული შემოსავლიდან მზღვეველის წლიურმა წმინდა მოგებამ 5%–ზე მეტი შეადგინა (აღნიშნული დამოწმებული უნდა იყოს ლიცენზირებული დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიის მიერ),
7 ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
7.1. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების კონტროლს განახორციელებს დამზღვევის მიერ გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი (ინსპექტირების ჯგუფი), რომელთა მიერ შემოწმდება რამდენად დაცულია ხელშეკრულების მიხედვით მზღვეველის მიერ ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ: მომსახურეობის ხარისხი და ფასები, რომელიც დაზღვეულისათვის არ უნდა აღემატებოდეს მოცემულ პერიოდში არსებული მომსახურების ღირებულებას (აღნიშნული დათქმა/შეზღუდვა გავრცელდება ფასდაკლების აქცი(ებ)ის ფასებზე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველსა და პროვაიდერს შორის მიღწეულია შეთანხმება მზღვეველის დაზღვეულებზე პროვაიდერის მიერ დადგენილი ფასდაკლების მოქმედი აქციის ფასების გავრცელებაზე);
7.2. სამედიცინო დაზღვევის მომსახურების ხარისხზე კონტროლი განხორციელდება ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ნებისმიერ დროს, შემსყიდველის გადაწყვეტილებით და მისი მოთხოვნის შესაბამისად.
7.3. შემსყიდველი ასევე უფლებამოსილია განახორციელოს სამედიცინო დაზღვევის მომსახურების ხარისხზე შემოწმება, როგორც ინსპექტირების ჯგუფისა და მზღვეველის მიერ გამოყოფილი წარმომადგენლების მიერ, ასევე დამოუკიდებლად.
7.4. ამ პუნქტის 7.1, 7.2, და 7.3 ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემოწმებების დროს გამოვლენილი დარღვევების და/ან ნაკლოვანებების შესახებ ინსპექტირების ჯგუფი (ან ჯგუფის წევრი) აცნობებს მზღვეველს წერილობითი ფორმით, (შესაძლებელია ელექტრონული ფოსტის საშუალებით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე ), ხოლო
მზღვეველი ვალდებულია ინსპექტირების ჯგუფის (ან ჯგუფის წევრის) წერილობითი მიმართვიდან 5 დღის ვადაში უზრუნველყოს გამოვლენილი დარღვევების და/ან ნაკლოვანებების აღმოფხვრა და აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს ინსპექტირების ჯგუფს (ან ჯგუფის წევრს).“
7.5 ინსპექტირების ჯგუფი: შემსყიდველის შესაბამისი უფლებამოსილი პირი ან პირები.
8 ხარისხი
8.1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის სტანდარტებს, აგრეთვე იმ სტანდარტებს, რომლებიც შესაძლებელია ამოქმედდეს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში.
9 შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესი
9.1 მომსახურების მიღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ფორმდება წერილობითი ფორმით, მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. მომსახურეობის გაწევის დამადასტურებელ მიღება–ჩაბარების აქტს თან უნდა ახლდეს შესაბამისი დოკუმენტაცია.
9.2 იმ შემთხვევაში, თუ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, მაშინ მიღება- ჩაბარების აქტის გაფორმება შესაძლებელია განხორციელდეს მომდევნო სამუშაო დღეს, რაც არ ჩაითვლება მიმწოდებლის მხრიდან ვადის გადაცილებად.
10 ანგარიშსწორება
10.1 ანგარიშსწორება განხორციელდება ეტაპობრივად ფაქტიურად გაწეული მომსახურების შესახებ გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შემსყიდველ ორგანიზაციაში წარმოდგენის შემდეგ 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში, ან ურთიერთშეთანხმებით საბანკო გარანტიის წარდგენის საფუძველზე საავანსო ანგარიშსწორებით.
10.2 მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საავანსო თანხის საბანკო გარანტია, შემსყიდველის მიერ შეიძლება გამოყენებული იქნეს იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შესრულებას საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლამდე.
10.3 საავანსო საბანკო გარანტიის თანხის მთლიანი გათავისუფლების შემთხვევაში საავანსო საბანკო გარანტია უბრუნდება მიმწოდებელს მოთხოვნისთანავე.
10.4 საავანსო საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 30 (ოცდაათი) დღით უნდა აღემატებოდეს წინამდებარე ხელშეკრულებთ გათვალისწინებულ მომსახურების გაწევის ვადას.
10.5 ანგარიშსწორება ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
10.6 სადაზღვევო პრემიის გადახდა მოხდება თანამშრომლების ფაქტიური რაოდენობის მიხედვით, ხოლო ის თანამშრომლები, რომლებსაც შეუწყდათ შრომითი ხელშეკრულებები, მათი პრემიის გადახდა ურთიერთშედარების შემდგომ დაითვლება იმ დღეების მიხედვით, რომელ საანგარიშო პერიოდშიც მოქმედებდა შრომითიხელშეკრულება.
11 მიმწოდებლის უფლება-მოვალეობები
11.1 მიმწოდებელი ვალდებულია გაუწიოს შემსყიდველს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უნაკლოდ.
11.2 მიმწოდებელი უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველს მომსახურების ღირებულების ანაზღაურება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებისა და პირობების დაცვით.
11.3 თუკი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება არ აღმოჩნდება სრულყოფილი, მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მოთხოვნისთანავე გამოასწოროს ნაკლოვანებები.
11.4 მიმწოდებელი უფლებამოსილია არ აანაზღაუროს ის ხარჯი (თანხა), რომელიც წინამდებარე ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისად არ არის გათვალისწინებული შემსყიდველის სადაზღვევო პირობებით.
11.5 მიმწოდებელი (მზღვეველი) ვალდებულია შემსყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მეშვეობით (შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართ(ებ)ზე) ყოველი დღის ბოლოს მიაწოდოს შემსყიდველს ინფორმაცია დღის განმავლობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით (იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველი მოითხოვს კონკრეტული დაზღვეული თანამშრომლის შესახებ ისეთ ინფორმაციას, რომელიც არის კონფიდენციალური ან შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, შემსყიდველი ვალდებულია წარუდგინოს მზღვეველს ასეთი პირის მიერ შესაბამისი წესით გაცემული თანხმობა მზღვეველის მიერ შემსყიდველისათვის ასეთი ინფორმაციის გადაცემის შესახებ);
11.6 მიმწოდებელი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი სადაზღვევო შემთხვევების ანაზღაურების შესახებ.
11.7 მზღვეველი უფლებამოსილია უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე თუ სადაზღვევო შემთხვევა დადგება/სამედიცინო მომსახურების გაწევა განხორციელდება სადაზღვევო პერიოდის დასრულების შემდგომ, მიუხედავად იმისა, სადაზღვევო პერიოდის დასრულებისას სადაზღვევო შემთხვევა/სამედიცინო მომსახურების მიღება დასრულებულია თუ არა. აღნიშნული დათქმა არ ეხება იმ სადაზღვევო შემთხვევებს, რომლის ანაზღაურებაც მზღვეველის მიერ ხდება ერთჯერადად (არა საწოლდღეების მიხედვით), ფიქსირებული ტარიფის შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში მზღვეველი უზრუნველყოფს სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებას, (მათ შორის სიცოცხლის დაზღვევის ანაზღაურებას) მიუხედავად იმისა, სამედიცინო მომსახურების მიღება დასრულდება თუ არა სადაზღვევო პერიოდის დასრულებამდე;
11.8. მიმწოდებელს უნდა გააჩნდეს:
11.8.1 არანაკლებ 140 (ას ორმოცი) პროვაიდერი კლინიკა (გარდა სტომატოლოგიური პროფილის კლინიკებისა), მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში და ყველა ან თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (რაიონულ ცენტრში);
11.8.2 ოჯახის ექიმთა საკმარისი რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ოჯახის ექიმისა საქართველოს მასშტაბით (მათ შორის დედაქალაქში, ყველა თვითმმართველ ქალაქში და ყველა ან თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში (რაიონულ ცენტრში);
11.8.3 სადღეღამისო სატელეფონო საინფორმაციო მომსახურების შეუფერხებლად უზრუნველყოფის მიზნით, ქოლ ცენტრის თანამშრომელთა საკმარისი რაოდენობა, მაგრამ არანაკლებ 24 (ოცდაოთხი) თანამშრომელი დღის საათებში (09.00-დან 21.00-მდე) და არანაკლებ 2 (ორი) თანამშრომელი ღამის საათებში (21.00-დან 09.00-მდე).
11.9 პროვაიდერი კლინიკების და ლიცენზირებული სააფთიაქო ქსელის ნუსხა, აგრეთვე ოჯახის ექიმების ჩამონათვალი დედაქალაქის, თვითმმართველი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით (განთავსების მისამართების მითითებით) ასახულია ხელშეკრულების დანართი #5-ში. მხარეთა შეთანხმებით შესაძლებელია აღნიშნული ნუსხის ცვლილება;
11.10 დაზღვეული პირებისათვის პოლისების დამზადება და მიწოდება უნდა განხორციელდეს შემსყიდველის მიერ დასაზღვევი პირების სიების მიწოდებიდან არაუგვიანეს 15 სამუშაო დღის განმავლობაში. მიუხედავად პოლისის დამზადების ვადისა მზღვეველი ვალდებულია აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევა. პოლისზე სრულად უნდა იყოს ასახული ხელშეკრულების დანართი N1, დანართი N2, დანართი N3, დანართი N4, დანართი N5 და დანართი N6-ის თავსართში მითითებულ ცხრილში ასახული ინფორმაცია;
11.11 უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული სხვა ვალდებულებების შესრულება.
12 ხელშეკრულების შესრულების შეფერხება
12.1 თუ ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეები წააწყდებიან რაიმე ხელისშემშლელ გარემოებებს, რომელთა გამო ფერხდება ხელშეკრულების პირობების შესრულება, ამ მხარემ დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს მეორე მხარეს წერილობითი შეტყობინება შეფერხების ფაქტის, მისი შესაძლო ხანგრძლივობის და გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეტყობინების მიმღებმა მხარემ, რაც შეიძლება მოკლე დროში უნდა აცნობოს მეორე მხარეს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით.
12.2 იმ შემთხვევაში, თუ ხელშეკრულების პირობების შესრულების შეფერხების გამო მხარეები შეთანხმდებიან ხელშეკრულების პირობების შესრულების ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს გადაწყვეტილება უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის გზით, ხელშეკრულების მე-16 მუხლის შესაბამისად.
13 ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა
13.1. მიმწოდებელი იღებს ვალდებულებას შემსყიდველს გაუწიოს მომსახურება წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
13.2. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანისთვის მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
13.3. მზღვეველის მხრიდან ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, როდესაც აღნიშნულმა გამოიწვია დაზღვეული თანამშრომლის ზიანი (როგორც ფინანსური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება) მზღვეველი სრულად, 100%-თ ანაზღაურებს ფინანსურ ზიანს დაზღვეული თანამშრომლის წინაშე და ასევე ფინანსური ზიანის სრულ ოდენობას დამატებით მიმართავს სახელმწიფო ბიუჯეტში შესაბამის ანგარიშზე დამზღვევის მიერ მითითებულ ვადებში.
13.4. მზღვეველს უფლება არა აქვს შეცვალოს ან შეამციროს პროვაიდერი კლინიკების რაოდენობა ან შეამციროს ოჯახის ექიმების და/ან ქოლ ცენტრის თანამშრომელთა რაოდენობა დამზღვევის თანხმობის გარეშე;
13.5. მზღვეველის მხრიდან 13.4. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, შემსყიდველი აფრთხილებს მზღვეველს, ხოლო ასეთი დარღვევის გამეორების შემთხვევაში, დამზღვევი უფლებამოსილია დააყენოს ზამოაღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი და/ან დააკისროს მზღვეველს პირგასამტეხლო, ყოველ შეცვლილ პროვაიდერზე და/ან შემცირებულ ოჯახის ექიმზე და/ან შემცირებულ ქოლ ცენტრის თანამშრომელზე 1000 ლარის ოდენობით.
13.6. თუ გამოვლინდა რომ მზღვევლის პროვაიდერი, ასევე მზღვეველის შვილობილი კომპანია დამზღვევთან გაფორმებული ხელშეკრულებით დაზღვეულ პირებს მოემსახურება იმაზე ძვირად ვიდრე სხვა ნებისმიერ პირს, დამზღვევი უფლებამოსილია დააკისროს მზღვეველს საჯარიმო სანქციები (აღნიშნული დათქმა/შეზღუდვა გავრცელდება ფასდაკლების აქცი(ებ)ის ფასებზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველსა და პროვაიდერს შორის მიღწეულია შეთანხმება მზღვეველის დაზღვეულებზე პროვაიდერის მიერ დადგენილი ფასდაკლების მოქმედი აქციის ფასების გავრცელებაზე);
13.7. მზღვეველის მხრიდან 7.1. პუნქტის (მომსახურების ღირებულებასთან მიმართებაში) და 13.6. პუნქტის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს ეკისრება პირგასამტეხლო გამოვლენილ ფასთა შორის სხვაობის 10–მაგი ოდენობით თუ მზღვეველი არ გამოასწორებს ხარვეზს/დარღვევას ხელშეკრულების 7.4 პუნქტით დადგენილ ვადაში);
13.8. მზღვეველის მხრიდან 7.4. პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში, ყოველი გამოუსწორებელი დარღვევისათვის, დამზღვევი უფლებამოსილია მზღვეველს დააკისროს პირგასამტეხლო თითოეულ ვადაგადაცილებული დღეზე 100 ლარის ოდენობით.
13.9. შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებლის მიზეზით გამოწვეული მომსახურეობის გაწევის ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მომწოდებელს საურავი ყოველ ვადა გადაცილებულ დღეზე გასაწევი მომსახურების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით;
13.10. შემსყიდველი უფლებამოსილია, მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, სრულად შეუსრულებლობის ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, მიმწოდებელს დააკისროს ჯარიმა ხელშეკრულების ღირებულების 5%-ის ოდენობით.
13.11. მიმწოდებლის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის, სრულად შეუსრულებლობის, ან ნაკისრ ვალდებულებებზე უარის თქმის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია გამოიყენოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია ხელშეკრულების საერთო ღირებულების 2%-ის ოდენობით, ასევე ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია.
13.12 შემსყიდველი უფლებამოსილია უარი თქვას წინამდებარე ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხარისხის მნიშვნელოვანი დარღვევის (გამოუსწორებელი ნაკლის, ისეთი ნაკლის, რომლის გამოსწორება შეუძლებელია განსაზღვრული მატერიალური და დროის დანახარჯების გარეშე, ან რომელიც კვლავ აღმოჩნდება ნაკლის გამოსწორების შემდეგ) შემთხვევაში.
14 ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა
14.1 შემსყიდველის მიერ დაზღვეულთა სიაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე - როდესაც აღნიშნული ცვლილება ეხება შემსყიდველის ახალი თანამშრომლების დამატებას ან არსებული თანამშრომელის დაზღვევის გაუქმებას - ინფორმაცია მზღვეველს უნდა მიეწოდოს სისტემატიურად. შემსყიდველი წერილობითი ფორმით (დასკანერებული წერილით) აცნობებს მიმწოდებელს აღნიშნულის შესახებ, მზღვეველის შემდეგ ▇▇.▇▇▇▇▇▇
მისამართზე ;)
14.2 თანამშრომლის ან/და მისი ოჯახის წევრების გაუმჯობესებული პაკეტის, ასევე თანამშრომლის სრულწლოვანი შვილის/შვილების (18-26 წლამდე), მშობლის/მშობლების (ასაკის შეუზღუდავად) სადაზღვევო პაკეტის შეძენა, შემსყიდველის მიერ ხდება დამზღვევის მზღვევლისათვის წერილობითი შეტყობინების საფუძველზე სახელშეკრულებო პერიოდის დაწყებიდან ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი ორი თვის განმავლობაში. აღნიშნულის შესახებ, შემსყიდველის მიერ მიმწოდებელის ინფორმირების შემდეგ არაუგვიანეს ერთი კვირისა დაზღვევა შედის ძალაში.
14.3 ახლადშეძენილი ოჯახის წევრის დამატება (მეუღლე ან/და არასრულწლოვანი შვილი, რომელთან ნათესაური კავშირი დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით) შესაძლებელია ხელშეკრულების მოქმედების მთელი პერიოდის განმავლობაში.
14.4 წინამდებარე ხელშეკრულების 14.1. პუნქტში აღნიშნული პირობის დარღვევის შემთხვევაში - როდესაც დამზღვევი არ შეატყობინებს თანამშრომლის დამატების შესახებ აღნიშნულ ვადაში - მზღვეველი თავისუფლდება ფინანსური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან იმ თანამშრომელზე, რომლის დამატების შესახებ დამზღვევმა დროულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში) არ აცნობა მზღვეველს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მზღვეველმა უკვე აუნაზღაურა ფინანსური ზიანი დაზღვეულს, რომელიც დამზღვევის მიერ გათავისუფლებული იყო სამსახურიდან და ამის შესახებ დამზღვევმა დროულად (ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში) არ აცნობა მზღვეველს, ასეთ შემთხვევაში დამზღვევი კისრულობს ვალდებულებას რეგრესის წესით აუნაზღაუროს მზღვეველს დაზღვეულისათვის ანაზღაურებული ფინანსური ზიანი სრულად.
14.5 შემსყიდველი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის შემცირება, არაუმეტეს სადაზღვევო მომსახურების პაკეტის ღირებულების 20% ოდენობით, თუ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში, თანამშრომლის ოჯახის წევრების უმეტესი კონტინგენტის სადაზღვევო მომსახურებას უზრუნველყოფს სახელმწიფო, საყოველთაო დაზღვევის პროგრამის საბაზისო პაკეტის ფარგლებში.
14.6 ნებისმიერი ცვლილება წინამდებარე ხელშეკრულებაში განხორციელდება წერილობით ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით. აღნიშნული არ ვრცელდება დაზღვეულთა სიებში განხრციელებული ცვლილებებზე, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დამზღვევის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.
14.7 თუ რაიმე წინასწარ გაუთვალისწინებელი მიზეზების გამო წარმოიშობა ხელშეკრულების პირობების შეცვლის აუცილებლობა, ცვლილებების შეტანის ინიციატორი ვალდებულია წერილობით შეატყობინოს მეორე მხარეს შესაბამისი ინფორმაცია.
15 ხელშეკრულების შესრულების გარანტია
15.1 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულების ღირებულების 2%-იანი საბანკო გარანტია გამოიყენება ნებისმიერი ზარალის ანაზღაურების მიზნით, რომელიც მიადგება შემსყიდველს მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასრული შესრულების გამო;
15.2 ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიის მოქმედების ვადა 1 (ერთი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულების 18.1 პუნქტით განსაზღვრული ხელშეკრულების მოქმედების ვადას და განისაზღვრება 2018 წლის 01 აგვისტომდე;
15.3 იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი უზრუნველყოფს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებას ან ხელშეკრულების მოქმედება შეწყდება მიმწოდებლისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია უბრუნდება მიმწოდებელსმოთხოვნისთანავე.
16 დავების გადაწყვეტა
16.1 ხელშეკრულების შესრულების პროცესში მხარეთა შორის წარმოქმნილი უთანხმოება წყდება მოლაპარაკების გზით.
16.2 თუ ასეთი მოლაპარაკების დაწყებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში შემსყიდველი და მიმწოდებელი ვერ შეძლებენ სადავო საკითხის შეთანხმებით მოგვარებას, დავის გადაწყვეტის მიზნით ნებისმიერ მხარეს შეუძლია დადგენილი წესით მიმართოს სასამართლოს.
17 ხელშეკრულების შეწყვეტა
17.1 შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულების ნებისმიერ ეტაპზე ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა შემთხვევებში, მთლიანად ან ნაწილობრივ შეწყვიტოს წინამდებარე ხელშეკრულება, თუ მიმწოდებელი ვერ უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და გამოიყენოს 13.10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარიმო სანქცია. აღნიშნულის შესახებ შემსყიდველი წერილობით აცნობებს მიმწოდებელს.
17.2 შემსყიდველის მიერ ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში შემსყიდველი პასუხს არ აგებს ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გამოწვეული ზიანისათვის, გარდა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.
17.3 ხელშეკრულება შესაძლებელია შეწყდეს მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე.
17.4 ხელშეკრულების შეწყვეტა არ ათავისუფლებს მიმწოდებელს ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში წარმოშობილი და განსაზღვრული სხვადასხვა ფინანსური ვალდებულებების შესრულებისგან.
18 ხელშეკრულების მოქმედების ვადა
18.1 წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის ამ დოკუმენტის თავში მითითებული თარიღიდან და მოქმედებს 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით;
19 ფორს-მაჟორი
19.1 წინამდებარე ხელშეკრულების დამდები რომელიმე მხარის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობა არ გამოიწვევს საჯარიმო სანქციების გამოყენებას, თუ ხელშეკრულების შესრულების შეფერხება ან მისი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია ფორს-მაჟორული მდგომარეობით.
19.2 ამ მუხლის მიზნებისათვის „ფორს-მაჟორი“ ნიშნავს მხარეებისათვის გადაულახავ და მათი კონტროლისაგან დამოუკიდებელ გარემოებებს, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი შემსყიდველის ან/და მიმწოდებლის შეცდომებსა და დაუდევრობასთან და რომლებსაც გააჩნიათ წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი. ასეთი გარემოება შეიძლება გამოწვეული იქნეს ომით ან სტიქიური მოვლენებით, ეპიდემიით, კარანტინით, საქონლის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესებით, საბიუჯეტო ასიგნებების მკვეთრი შემცირებით და სხვა.
19.3 მხარემ, რომელსაც შეექმნა ფორს-მაჟორული გარემოება, დაუყოვნებლივ წერილობით უნდა აცნობოს მეორე მხარეს შექმნილი გარემოების და მისი სავარაუდო აღმოფხვრის ვადის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ თავისუფლდება ხელშეკრულების პირობების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისგან.
20 ხელშეკრულების დამატებითი პირობები
20.1 მხარეები ხელმძღვანელობენ ურთიერთპატივისცემის პრინციპით და თანამშრომლობის გაღრმავების სურვილით.
20.2 ხელშეკრულების მხარეები ვალდებულნი არიან გაუფრთხილდნენ თითოეულის საქმიან რეპუტაციას და ღირსებას.
20.3 მხარეები ვალდებულნი არიან დაიცვან ერთობლივი საქმიანობის შედეგად მათთვის ცნობილი მეორე მხარის კონფიდენციალური ინფორმაცია.
20.4 ხელშეკრულების მხარეებს არა აქვთ უფლება გააკეთონ განცხადება მეორე მხარის მიერ ხელშეკრულების ვერ ან არ შესრულების, მისი შესრულებისას დარღვევების და ა. შ. თუ წინასწარ არ მოხდა საკითხის ერთობლივი შესწავლა.
21 სხვა პირობები
21.1 ხელშეკრულება შედგენილია სამი თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ქართულ ენაზე, აქედან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მიმწოდებელს, ხოლო ორი - შემსყიდველს.
22 მხარეთა რეკვიზიტები
შემსყიდველი მიმწოდებელი